რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა კვლავ მოუწოდა მშვიდობიან მოქალაქეებს დატოვონ უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე სოფლები, – ამის შესახებ CNN წერს.
ბელგოროდი უკრაინის ხარკოვის ოლქის მიმდებარედ არის.
გლადკოვმა სამშაბათს Telegram-ში თქვა, რომ ის იყო სოფელ ჟურავლევკაში და იქ სიტუაცია “რთულია, მაგრამ ყველა სერვისი ადგილზეა“, მათ შორის სამართალდამცავები და მესაზღვრეები.
„ჩვენ ვაგრძელებთ ადამიანების დარწმუნებას, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან ჟურავლევკაში და ნეხოტეევკაში, დროებით დატოვონ თავიანთი სახლები“, – თქვა მან
ტელეკომოანია წერს, რომ საზღვრის გასწვრივ დაბომბვამ ორივე მხარის დასახლებები დააზიანა, დაზიანდა სახლები და ცეცხლი წაეკიდა მარცვლეულის მინდვრებს.
ავტორი