უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრიდან თითქმის ორი წლის შემდეგ,უკრაინის პირველმა ლედიმ გამოხატა სერიოზული შეშფოთება დაფინანსების შეფერხების გამო.
ოლენა ზელენსკამ BBC-ს ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა, რომ დახმარების შეწყვეტა წარმოადგენს “სასიკვდილო საფრთხეს” მისი ქვეყნისთვის.
მან თქვა: „ჩვენ ნამდვილად გვჭირდება დახმარება, მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ სიტუაციით ვერ დავიღლებით, რადგან თუ მოვიბეზრებთ, მოვკვდებით. და თუ მსოფლიო დაიღალა უკრაინის დახმარებით, მაშინ ისინი უბრალოდ გვაძლევენ საშუალებას მოვკვდეთ.”
უკრაინის პირველმა ლედიმ განაგრძო: ”ძალიან გვტკივა, რომ ვხედავთ იმ ნიშნებს, რომ დახმარებისადმი მგზნებარე მზაობა შეიძლება გაქრეს. ეს ჩვენთვის სიკვდილ- სიცოცხლის საკითხია. ამიტომ მტკივა ამის დანახვა.”