უკრაინაში, ბუჩას რაიონში, სოფელ მიროცკოესთან, ტყეში, კიდევ სამი კაცის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, მათ თვალები ჰქონდათ ახვეული და ხელები – შეკრული.
ტანსაცმლის მიხედვით, ისინი მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ და არა სამხედროები. ცხედრები იდენტიფიცირებული არაა, ვინაიდან, როგორც პოლიცია აცხადებს, წამების გამო, მათი სახეების ამოცნობა რთულია.