უკრაინის შავი ზღვის პორტები ოდესა, ჩორნომორსკი და პივდენნი გაიხსნა მას შემდეგ, რაც სტამბულში ხელი მოეწერა შეთანხმებას უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალები ფეისბუქზე იუწყება.
„უკრაინის პორტების განბლოკვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით მარცვლეულის ექსპორტისთვის, ოდესის, ჩორნომოვსკისა და პივდენიის პორტებში ოპერაციები განახლდა. გემების გამგზავრება და ჩამოსვლა საზღვაო პორტებში განხორციელდება „ქარავანის“ ფორმირებით მას თან ახლავს საპილოტე გემი“, – ნათქვამია ანგარიშში.
22 ივლისს სტამბულში, უკრაინის, თურქეთის, გაეროსა და რუსეთის ოთხმხრივი შეხვედრის შემდეგ, შუამავლობით შედგა შეთანხმება უკრაინის პორტებიდან მარცვლეულისა და სხვა საკვების ექსპორტზე.
თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სტამბოლში უკვე დაიწყო ფუნქციონირება „მარცვლეულის დერეფნების“ მონიტორინგის ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრმა, რომლის შექმნაც გარიგების ფარგლებში მიღწეული შეთანხმებებით არის გათვალისწინებული.