უკრაინის პრემიერმინისტრმა, ოლექსი გონჩარუკმა თანამდებობა დატოვა. მან გადადგომის შესახებ განცხადება Facebook-ზე გაავრცელა.
„თანამდებობაზე იმისთვის მოვედი, რომ პრეზიდენტის პროგრამა შემესრულებინა. ის ჩემთვის გახსნილობის და წესიერების მაგალითია. თუმცა, იმისთვის, რომ ჩვენი მხრიდან მისდამი პატივისცემასა და ნდობასთან დაკავშირებით ეჭვები გავაქარწყლო, გადადგომის შესახებ განცხადება დავწერე და პარლამენტში ამ საკითხის დასმა ვთხოვე.
უკრაინელმა ხალხმა პრეზიდენტს უპრეცედენტო ნდობა გამოუცხადა. მას აქვს სრული უფლება, შეაფასოს თავისი გუნდის თითოეული წევრის მუშაობის ეფექტურობა“,_ წერს გონჩარუკი.
გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერმინისტრის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზად რამდენიმე დღის წინ გავრცელებული აუდიოჩანაწერი სახელდება, სადაც ნათქვამია, რომ თითქოსდა გონჩარუკის ვოლოდიმირ ზელენსკის ეკონომიკური პროცესები პრიმიტიულად ესმის.