უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში პასუხობს რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივას სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების შესახებ.
“ცეცხლის შეწყვეტა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების დაწყების პირველი ნაბიჯი უნდა იყოს,”_ ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Telegram-ზე დაწერა.
„ეს კარგი ნიშანია, რომ რუსებმა საბოლოოდ დაიწყეს ომის დასრულებაზე ფიქრი. მსოფლიოში ყველა დიდი ხანია ამას ელოდა. ნებისმიერი ომის რეალური დასრულების პირველი ნაბიჯი ცეცხლის შეწყვეტაა“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა ხვალვე მოხდეს.
„მკვლელობების ერთი დღით გაგრძელებასაც კი აზრი არ აქვს. ველით, რომ რუსეთი დაადასტურებს ცეცხლის შეწყვეტას – სრულ, ხანგრძლივ და საიმედოს – ხვალიდან, 12 მაისიდან და უკრაინა მზად არის შეხვედრისთვის“, – აცხადებს ზელენსკი.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტი სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების ინიციატივით გამოვიდა.




























































