უკრაინის პრეზიდენტის ოფისში დაასახელეს ხუთი ნაბიჯი, რომელთა გადადგმაც უკრაინის გამარჯვებისთვის არის საჭირო. ამის შესახებ „ტელეგრამის“ არხში უკრაინაში პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა დაწერა.
“რუსეთის აღიარება ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად.
რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება.
ნავთობის ფასზე ლიმიტი.
გაზის ემბარგო.
იარაღები, იარაღები, იარაღები…
ეს ნაბიჯები დაგვეხმარება რუსეთის დამარცხებაში მისი ეკონომიკის, არმიის განადგურებით და ასევე წაართმევს მათ დასავლურ სამყაროსთან ბრძოლისა და შანტაჟის სურვილს“,_ წერს ერმაკი.