უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატს, ალექსანდრ ვილკულს სახეში ბრილიანტის მწვანე შეასხეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკოსი Facebook-ზე ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მან თვალის რქოვანას დამწვრობა მიიღო.
მომხდარში ვილკული ხელისუფლებას ადანაშაულებს.
მისი თქმით, ხელისუფლებამ რადიკალებს თავდასხმის ორგანიზება დაუკვეთა.
მომხდარის გამო პოლიციამ 1 პირი დააკავა.