უკრაინის პროკურატურამ რამდენიმე საათის წინ უკრაინაში საქართველოს ყოფილ გენერალურ კონსულს დიდი ოდენობით ქონების მითვისებისთვის ბრალი წაუყენა. საქმე ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდს ეხება.
თეიმურაზ ნიშნიანიძე კიევი-ოდესის გზაზე გააჩერეს და ბრალიც იქვე წაუყენეს, რისი ამსახველი ვიდეო მასალაც თავადვე გამოაქვეყნა ფეისბუზე. ის ამ ფაქტს მისი და იმ გუნდის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს, რომელთანაც ნიშნიანიძის თქმით, ის ასოცირდება.
ყოფილი გენერალური კონსული გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს. თეიმურაზ ნიშნიანიძე პროკურატურაში დღეს არის დაბარებული და დღესვეა ჩანიშნული სასამართლო პროცესი.
მისი განცხადებით, პროკურატურა დაპატიმრებას ან გირაოს ითხოვს.
წყარო: რუსთავი 2