ევროპის ხუთ ქვეყანაში, კერძოდ, უნგრეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, ხორვატიაში, იტალიაში და ჩეხეთში მდებარე უკრაინის საელჩოებმა მიიღეს სისხლიანი ამანათები, რომლებშიც ცხოველების თვალები იყო,_ ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
“გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ მიმდინარეობს კარგად დაგეგმილი ტერორი და უკრაინის საელჩოებისა და საკონსულოების დაშინების კამპანია, თუმცა, ეს მცდელობები უშედეგოა. ჩვენ გავაგრძელებთ ეფექტურ მუშაობას უკრაინის გამარჯვებისთვის“, – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება.