11 ოქტომბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გაანადგურეს კიდევ 14 რუსული რაკეტა, დღეს დილას ჩამოგდებული რაკეტების შემდეგ. ამის შესახებ UKRAINSKA PRAVDA საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერიზე ,იური იჰნატზე დაყრდნობით წერს
„ორი საკრუიზო რაკეტა ჩამოაგდო საჰაერო სარდლობის ცენტრმა, ასევე აღმოსავლეთ ნაწილში, განადგურდა 4 საკრუიზო რაკეტა ქვეყნის საჰაერო სარდლობის სხიდის(აღმოსავლეთი) სამხედრო პერსონალის მიერ; სამხრეთში კი, განადგურდა 8 საკრუიზო რაკეტა ორივე საჰაერო სარდლობის ზახიდის (დასავლეთი) და პივდენის (სამხრეთი) ქვედანაყოფების მიერ, სულ უკვე 14 რაკეტაა განადგურებული“, – აცხადებს იჰნატი.
მან აღნიშნა, რომ მათი რაოდენობა გაიზრდება.
დაახლოებით 9:00 საათზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოკუპანტების 4 რაკეტა ჩამოაგდეს.
ავტორი