უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვა საქართველოს დატოვა. მან გამგზავრებმდე ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით შეშფოთებულია.
ლუდმილა დენისოვას აზრით, როგორც ჩანს, ხელისუფლებას დასამალი აქვს, რადგან მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს და აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით ევროსასამართლოს მიმართავს.
,,ვფიქრობ, რომ როდესაც ქვეყანა არ უშვებს ომბუდსმენს მისი ქვეყნის მოქალაქესთან ციხეში იმ დროს, როდესაც ეს მოქალაქე ითხოვს სწორედ ამ ომბუდსმენთან შეხვედრას, ვვარაუდობ, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებას რაღაც აქვს დასამალი. მე ვნახავდი სააკაშვილს და ჩემი შეფასება მექნებოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მე მასთან არ შემიშვეს, რაც ნიშნავს იმას, რომ იმ მონაცემებით უნდა ვიხელმძღვანელო, რასაც მაწვდიან ექიმები, ექსპერტები და ის კომისია, რომელიც მას გუშინ შეხვდა. მე მივცემ შეფასებას და დავწერ დამოუკიდებელ დასკვნას, ასევე მოვამზადებ მიმართვას ევროპული სასამართლოსთვის. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ციხის ექიმიც კი უკვე საუბრობს, რომ ვითარება უარესდება და შესაძლოა, კრიტიკულიც გახდეს. ახლახან გავიგეთ, რომ ექსპერტ-ექიმთა ჯგუფი ამზადებს დასკვნას, რომ ამ საავადმყოფოში სააკაშვილის დატოვება ამ ვითარებაში მიზანშეწონილი არ არის. დღეს უკვე შიმშილობის 48 დღეა, ადამიანი უკვე კრიტიკულ მდგომარეობაშია და ეს სახიფათოა“, – განაცხადა დენისოვამ.
ცნობისთვის, უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა საქართველოში, მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად 15 ნოემბერს ჩამოვიდა. თუმცა პენიტეციურმა სამსახუმა სააკაშვილთან შეხვედრაზე უარი უთხრა.
[sexy_author_bio]