უკრაინის საზენიტო-სარაკეტო ძალებმა გაანადგურეს სამი რუსული საჰაერო სამიზნე. ამის შესახებ ukrinform იტყობინება.
„8 აპრილს საზენიტო-სარაკეტო ძალებმა გაანადგურეს სამი საჰაერო სამიზნე: საკრუიზო რაკეტა, უპილოტო საფრენი აპარატი და ვერტმფრენი. გარდა ამისა, არის ინფორმაცია გაერთიანებული ძალების ოპერატიული შტაბიდან კიდევ ერთი რუსისტული ვერტმფრენის ჩამოგდების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.