უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში კიდევ ხუთი დასახლება გაათავისუფლეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ სპიკერი, ვლადისლავ ნაზაროვი იუწყება.
მისივე თქმით, სამხრეთ უკრაინის ოპერაციულ ზონაში ვითარება დაძაბულია, მაგრამ კონტროლირებადი.
„ჩვენმა ნაწილებმა წარმატებას მიაღწიეს ბერისლავის რაიონის ნოვოვასილიევკას, ნოვოგრიგორევკას, ნოვაია კამენკას, ტრიფონოვკასა და ჩერვონის დასახლებების გათავისუფლებაში. იქ მიმდინარეობს სტაბილიზაციის ღონისძიებები სოციალური და კრიტიკული ინფრასტრუქტურის რეანიმაციის მიზნით“, _ განაცხადა ნაზაროვმა.