kyivpost-ის ინფორმაციით, უკრაინის 47-ე ცალკეულმა მექანიზებულმა ბრიგადამ ორშაბათს, 13 მაისს ჩამოაგდო რუსული ვერტმფრენი ka-52 ალიგატორი.
„მადლობა საზენიტო-სარაკეტო და საარტილერიო დივიზიის მებრძოლებს გაწეული მუშაობისთვის“, – წერს ბრიგადა Telegram-ის აპლიკაციაში.
ალიგატორის ჩამოგდება, რომლის ღირებულება დაახლოებით 16 მილიონი დოლარია, სავარაუდოდ მოხდა აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც ბრიგადა იბრძოდა დონეცკის რეგიონში პოკროვსკის სექტორში.
Ka-52, ასევე ცნობილი როგორც “ალიგატორი”, არის რუსული ორადგილიანი საბრძოლო ვერტმფრენი, რომელიც კონფლიქტის დასაწყისში რუსმა სამხედრო ბლოგერებმა მაღალი შეფასება მისცეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 13 მაისის მდგომარეობით, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან სულ 325 ვერტმფრენი დაკარგა.