უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს რუსეთის ეროვნული გვარდიის ბაზა (როსგვარდია) ხერსონის ოლქის ჰენიჩესკში,_ შესაბამისი განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა მიკოლა ოლეშჩუკმა Telegram-ზე გააკეთა, იუწყება Ukrinform-ი.
„როსგვარდიას ბაზა ჰენიჩესკში… უკრაინის პასუხი რუსეთის სარაკეტო ტერორზე სწრაფად მოვიდა. ოკუპანტებს არ ექნებათ მოსვენება ჩვენს მიწაზე”, – წერს ოლეშჩუკი.