სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია უკრაინამ განახორციელა, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა, უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, ჩაატარა წარმატებული სამაშველო ოპერაცია სუდანის დედაქალაქის, ომით განადგურებული ხარტუმიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის.
,,უწყვეტი ბრძოლის, “დუმილის” რეჟიმის დაუცველობის, საკვების, წყლისა და აღჭურვილობის ნაკლებობის პირობებში, უკრაინის 87 მოქალაქე, ძირითადად ავიაციის სპეციალისტები – პილოტები, ტექნიკოსები და მათი ოჯახის წევრები, ევაკუირებული იქნა ზონიდან. შეიარაღებული კონფლიქტი. ასევე ევაკუირებული იქნა საქართველოსა და პერუს მოქალაქეები.“ – წერია განცხადებაში
უკრაინულმა მხარემ, კონფლიქტის ზონიდან საქართველოს, პერუსა და უკრაინის მოქალაქეები, ჯამში 138 ადამიანი გამოიყვანეს. მათ შორის 35 ქალი და 12 ბავშვი.
უწყების ცნობით, ყველა ევაკუირებული უსაფრთხო ადგილას, ეგვიპტეში იმყოფება. ისინი მომარაგებულები არიან სამედიცინო ნივთებით, საჭმლითა და წყლით.
,,ამჟამად ეგვიპტეში ყველა ევაკუირებული უსაფრთხოა. ისინი უზრუნველყოფილი იყვნენ საჭირო სამედიცინო დახმარება, საკვები და წყალი. უკრაინის მოქალაქეებს ეძლევათ სავიზო და დოკუმენტური მხარდაჭერა და ელიან სწრაფ დაბრუნებას სამშობლოში,“ – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ სუდანიდან საქართველოს მოქალაქეებს ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა. სამინისტროს განცხადებაში ნახსენები არ იყო უკრაინული მხარის ჩართულობა ოპერაციაში.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებით ქართულ მხარეს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ავტორი