უკრაინაში სპეციალური ფონდი იქმნება ომის დასრულების შემდეგ ქვეყნის თავიდან ასაშენებლად,_ ამის შესახებ პრეზიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“უკრაინელებო! ჩვენ 11 დღეა ვიბრძვით თავისუფლებისთვის, სახელმწიფოსთვის, ვუწევთ მტერს წინააღმდეგობას. უკვე გვესმის, როგორ ავაშენებთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ უკვე ვაყალიბებთ სპეციალურ ფონდებს აღდგენისთვის. სულ ოთხოა. ფონდი დანგრეული ქონებისა და ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის. ეკონომიკის აღდგენისა და ტრანსფორმაციის ფონდი. სახელმწიფო ვალის მომსახურებისა და დაფარვის ფონდი. მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ფონდი. და მრავალი სხვა პროგრამა ჩვენი ხალხის მხარდასაჭერად. ჩვენი სახელმწიფოსთვის გმირები იბრძვიან და ეს მხოლოდ დასაწყისია,“- განაცხადა ზელენსკიმ.