უკრაინის უმაღლესმა რადამ საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის კიდევ 90 დღით, 5 ნოემბრამდე, გახანგრძლივება დაამტკიცა, – ინფორმაციას უკრაინული მედია დეპუტატ იაროსლავ ჟელეზნიაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჟელეზნიაკის თქმით, გადაწყვეტილებას მხარი 320 პარლამენტარმა დაუჭირა, ერთი წინააღმდეგი იყო. ის ძალაში 7 აგვისტოს შევა.






























































