უკრაინის უშიშროების სამსახურმა მოსკოვის პატრიარქ კირილს (ვლადიმერ გუნდიაევი) რუსეთის აგრესიის ხელშეწყობისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შელახვაში ბრალი წაუყენა. აღნიშნული განცხადება უკრაინული მედიის ინფორმაციით, SBU-მ განაცხადა.
როგორც უკრაინის უშიშროების სამსახურში აცხადებენ, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი არის “რუსეთის უმაღლესი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის შიდა წრის წევრი და იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც საჯაროდ დაუჭირა მხარი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა აღნიშნა, რომ კრილი იყენებს თავის მართლმადიდებელ ქვეშევრდომებს რუსეთში, ისევე როგორც მოსკოვთან დაკავშირებული უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წევრებს პრორუსული პროპაგანდის გასავრცელებლად.
ცნობისთვის, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია ექვემდებარება რუსეთის ეკლესიას და არ უნდა აგვერიოს უკრაინის ავტოკეფალურ (ავტონომიურ) მართლმადიდებლურ ეკლესიაში. უკრაინა დიდი ხანია ადანაშაულებს მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლებს უკრაინაში ომში კრემლის პროპაგანდისტული მხარის როლში.