უკრაინისა და აგრესორი ქვეყნის დელეგაციები უკვე მიდიან მოლაპარაკებების მესამე რაუნდისკენ.
ამის შესახებ რუსული მედუზა და UP იუწყება.
რუსული მედიის ცნობით, ოკუპანტი ქვეყნის დელეგაცია ბელორუსიაში უკვე გაემგზავრა.
ამასთან, უკრაინის დელეგაციის წევრმა დავით არახამიამ UP-ს დაუდასტურა, რომ ის და მისი კოლეგებიც გზაში არიან.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის დელეგაციის წევრმა დავით არახამიამ მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დააანონსა . ის 7 მარტს გაიმართება.
4 მარტს პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი შესაძლოა 5 ან 6 მარტს ჩატარდეს.
ამავდროულად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 4 მარტს სატელეფონო საუბრისას გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს განუცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ამ შაბათ-კვირას გაიმართება.