” უკრაინაში აშშ-ის სამხედრო დახმარების შეჩერება წაახალისებს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, გააგრძელოს თავისი მოთხოვნები და გააძლიეროს მისი რწმენა, რომ მას შეუძლია ომის გზით მიაღწიოს სრულ გამარჯვებას”,_ ამის შესახებ აღნიშნულია ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის [ISW] უახლეს ანგარიშში.
“ISW-მ არაერთხელ გაუსვა ხაზი უკრაინისადმი დასავლეთის სამხედრო დახმარების გაგრძელების და დროული დახმარების მნიშვნელობას და დააფიქსირა კორელაცია უკრაინაში რუსეთის მიღწევების სიდიდესა და დასავლეთის სამხედრო მხარდაჭერის შეფერხებასა თუ შეწყვეტას შორის.
უკრაინისთვის დახმარების შეზღუდვა გამოიწვევს აშშ-ს გავლენის შემცირებას მსოფლიოში და გაამხნევებს აშშ-ს მოწინააღმდეგეებს. რუსეთმა, ირანმა, ჩრდილოეთ კორეამ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ (PRC) შექმნეს ბლოკი, რომელიც მიზნად ისახავს შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების დამარცხებას მთელს მსოფლიოში და ამჟამად ამოწმებენ აშშ-ს ვალდებულების საზღვრებს ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში”,_ ნათქვამია ანგარიშში.