ისტორიაში პირველად უკრაინული ფილმის ავტორებს “ოსკარი” გადაეცათ. ოსკარის 96-ე დაჯილდოების ცერემონიალზე, საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში, უკრაინელი რეჟისორის მეტისლავ ჩერნოვის ფილმმა “20 დღე მარიუპოლში” გაიმარჯვა.
ფილმი 2022 წელს რუსული ჯარების მიერ მარიუპოლის ალყის შესახებ მოგვითხრობს.
ცნობისთვის, Associated Press-ის ჟურნალისტი მესტილავ ჩერნოვი ფოტოგრაფ ევგენი მალოლეტკასთან და პროდიუსერ ვასილისა სტეპანენკოსთან ერთად გაემგზავრა მარიუპოლში 2022 წლის 23 თებერვალს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინა დღეს.
“ვისურვებდი, არასდროს გადამეღო ეს ფილმი, “ – თქვა რეჟისორმა.
როგორც BBC იუწყება, დიდწილად მათი მუშაობის შედეგად შეიტყო მსოფლიომ რა მოხდა მარიუპოლში 2022 წლის გაზაფხულზე.
“ეს არის შეხსენება მსოფლიოსათვის, თუ რამდენად აუცილებელია ამ შემოჭრის შეჩერება. მე აქ ვდგავარ, მაგრამ ჩემი გული უკრაინაშია. ადამიანები კარგავენ სიცოცხლეს, კარგავენ სახლებს, იბრძვიან თავიანთი მიწისთვის. იმედი მაქვს, რომ ეს გამარჯვება უფრო მეტ ადამიანს მოუყვება იმის შესახებ, რაც ხდება და ისინი შეგვამჩნევენ”, – თქვა რეჟისორმა.
ამავე თემაზე: