კიევში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს.
სააგენტო lb-ს ცნობით, სამართალდამცავები ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის ბინაში დილით მივიდნენ.
ჟურნალისტები იტყობინებიან, რომ თავად სააკაშვილი სახლი სახურავზე ავიდა და გადმოხტომით იმუქრებოდა. სახურავზე ავიდნენ მაშველებიც. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სააკაშვილის სახლში კარის შეტეხვას სამართალდამცავები ცდილობენ მისმა თანაპარტიელმა დავით საყვარელიძემ გაავრცელა.
უკრაინაში, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახლთან სპეცრაზმია მობილიზებული. საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის, დავით საყვარელიძის ინფორმაციით, სპეცრაზმი მიხეილ სააკაშვილის ბინის კარის შემტვრევას ცდილობდა.
1tv.ge