სილვესტერ სტალონე
სილვესტერ სტალონეს წინაპრები ებრაელები იყვნენ. მსახიობის დედის ბებია და ბაბუა ოდესაში ცხოვრობდნენ. რადგან რუსეთის იმპერიაში ებრაელებს დევნიდნენ, სტალონეს წინაპრებმა უკრაინის ტერიტორია დატოვეს და აშშ-ში გადავიდნენ.
დასტინ ჰოფმანი
დასტინ ჰოფმანი წარმოშობით ებრაელია, რომლის წინაპრებიც კიევში ცხოვრობდნენ, როცა უკრაინა რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო. ჰოფმანმა მონაწილეობა მიიღო ცნობილ გადაცემაში „Finding Your Roots“ და თავისი წინაპრების შესახებ საინტერესო ინფორმაცია აღმოაჩინა. მსახიობმა სწორედ ამ გადაცემის მეშვეობით გაიგო, რომ მისი ბებია 5 წლის განმავლობაში უკრაინის საკონცენტრაციო ბანაკში იძულებით ცხოვრობდა.
მილა კუნისი
მილა კუნისი უკრაინაში დაიბადა და სამშობლო 1991 წელს დატოვა.
სტივენ სპილბერგი
სტივენ სპილბერგი აშშ-ში ებრაულ ოჯახში დაიბადა, თუმცა მისი ბებია და ბაბუა უკრაინელები იყვნენ. რეჟისორის ნათესავები, რომლებიც უკრაინაში ცხოვრობდნენ, ჰოლოკოსტის მსხვერპლი გახდნენ.
მილა იოვოვიჩი
მილა იოვოვიჩი 1975 წელს უკრაინაში დაიბადა. მილა 5 წლის იყო, როცა მისი ოჯახი აშშ-ში გადავიდა.
ვერა ფარმიგა
ვერა ფარმიგა აშშ-ში დაიბადა. მისი მშობლები უკრაინელები იყვნენ და ვერა 6 წლამდე მხოლოდ უკრაინულად საუბრობდა.
დევიდ დუხოვნი
„The X-Files“-ის ვარსკვლავი აშშ-ში დაიბადა, თუმცა მისი მშობლები უკრაინელები არიან. დევიდ დუხოვნის ოჯახმა საბჭოთა კავშირი დატოვა და აშშ-ში გადავიდა, რათა სტალინის რეპრესიები თავიდან აერიდებინა.