უკრაინულმა დრონმა კალუგასთან რუსების აეროდრომზე შეაღწია და გაანადგურა ორი TU 22M3 ტიპის სამხედრო თვითფინავი . – ამის შესახებ ჟურნალისტმა ორესტ სოჰარმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა.
როგორც ჟურნალისტი აცხადებს, ამ თვითმფრინავებმა დაბომბეს უკრაინა ბელორუსის ტერიტორიიდან, რომელიც ბაზირებული იყო შაიკივკას აეროდრომზე.
შეირაღებულ ძალებსში, ორი TU 22M3-ის განადგურებას ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას უწოდებენ.
“შაიკივკას” აეროდრომი არის რუსეთის ფედერაციის უკანა საჰაერო ბაზა და მდებარეობს უკრაინის საზღვრებიდან 350 კმ-ზე მეტ მანძილზე. მოსკოვი კალუგადან 300 კილომეტრზე ნაკლები მანძილით არის დაშორებული.
„რუსულ საჰაერო თავდაცვის სისტემამ, უბრალოდ გაუშვა პატრიოტული თვითფრინავა. ჩემმა მეგობრებმა შეიარაღებულ ძალებში ხაზს უსვამდნენ, რომ რუსები ბრმა არიან, როცა საქმე ახალ იარაღს ეხება”, – თქვა ორესტ სოჰარმა.
ჟურნალისტი იხსენებს, რომ თავდაპირველად ოკუპანტებმა უპილოტო თვითმფრინავს „ლოკალური“ უწოდეს, რადგან რუსმა გენერლებმა ვერ გაბედეს სიმართლის თქმა მოსკოთან.
ავტორი