უკრაინელმა ჯარისკაცებმა დაიბრუნეს დონეცკის ოლქის ქალაქი იამპილი, რომელიც ქალაქ ლიმანის მახლობლად მდებარეობს. ამის შესახებ “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ლიდერი დენის პუშილინი აცხადებს.
მისი თქმით, ახლა ქალაქი თითქმის გარშემორტყმულია უკრაინული ძალების მიერ.
ვიდეოში, როელიც სოციალურ ქსელში გაჩნდა უკრაინელი სამხედროები ამბობენ: „იამპილი ჩვენია“. მებრძოლები იამპილის საგანმანათლებლო კომპლექსთან დგანან.
Pravda წერს, რომ რუსი სამხედრო პროპაგანდისტები აცხადებდნენ, რომ რუსულმა ჯარებმა „დატოვეს იამპილი“.
ავტორი