https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

უკურნებელი პოლიტიკური სენი

11:03; 30.03.2017
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის ახალი ინიციატივა _ გავაუქმოთ თვითმმართველობა ქალაქებში.  ნაბიჯი, რომელიც არ ჯდება იმ ქვეყნის განვითარების ლოგიკაში, რომელსაც დეკლარირებული აქვს დასავლური ღირებულებები, სწრაფი ეკონომიკური განვითარებისა და ქვეყნის მართვის დასავლური პრინციპების დამკვიდრების სურვილი.

ჯერ კიდევ წინა საუკუნის შუა წლებში ევროპა მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად ჩამოყალიბდა პრინციპზე, რომ განვითარებული თვითმმარველობის გარეშე დემოკრატიაზე საუბარი ზედმეტია, იმიტომ, რომ დემოკრატია ხალხის მმართველობას ქვია, თვითმართველობა კი სწორედ ის რგოლია, სადაც ადგილობრივი პრობლემების გადაჭრაში საზოგადოების ჩართულობის ყველაზე მეტი ხარისხი მიიღწევა.

დასავლეთის სამყაროში, მე-19 საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, არც ერთი სერიოზული პოლიტიკოსი თუ საზოგადო მოღვაწე აღარ კამათობს, რომ ნებისმიერი ეკონომიკურად ჩამორჩენილი ქვეყნის განვითარებაში ლოკომოტივის ფუნქცია სწორედ ურბანულ ცენტრებს აკისრიათ.

რას ნიშნავს ქალაქი, რომელსაც არ აქვს თვითმმართველობა? მას არ ჰყავს არჩევითი მმართველობა, ანუ ქალაქის მერს მოსახლეობა კი არ ირჩევს, მას მართველს, ადმინისტრაციის უფროსს უნიშნავენ. ასეთ ქალაქს არც თავისი საკრებულო ჰყავს. ის მხოლოდ წარმომადგენელს ირჩევს თემის ორგანოში, შესაბამისად ქალაქის პრობლემების გადაწყვეტით დაკავდებიან არა ამ ქალაქის მოსახლეობის მიერ არჩეული წარმომადგენლები, არამედ ფორმალურად სათემო მუნიციპალიტეტის ორგანოები, რეალურად კი – ცენტრალური ხელისუფლების ჩინოვნიკები. სწორედ მათი გადასაწყვეტი იქნება, თუ რა გაკეთდეს არათვითმმართველ ქალაქში, იმ ჩინოვნიკების, რომელთა დიდ ნაწილს ძალიან ზედაპირული წარმოდგენა ექნება ამ ქალაქის რეალურ პრობლემებზე. არა იმიტომ, რომ ეს ჩინოვნიკები აუცილებლად ცუდი ხალხი და არაპროფესიონალები არიან, არამედ იმიტომ, რომ შეუძლებელია, თბილისში, კაბინეტში მჯდომმა ადამიანმა, ერთნაირად კარგად იცოდეს, რა სჭირდება ზუგდიდს, გორს, ოზურგეთს, თელავს, მცხეთას და ა.შ. შეუძლებელია, მან ეს უფრო კარგად იცოდეს, ვიდრე ზუგდიდელმა, თელაველმა, გორელმა, ოზურგეთელმა, თელაველმა თუ მცხეთელმა.

როცა ურბანულ განვითარებაზე ვსაუბრობთ, ისიც კარგად ესმით ყველგან (საქართველოს გარდა), რომ ქალაქს, რომელსაც არ აქვს საკუთარი ბიუჯეტი, საკუთარი შემოსავლები, საკუთარი ქონება, არ აქვს შესაძლებლობა, განსაზღვროს საკუთარი განვითარების პრიორიტეტები, დაგეგმოს და განახორციელოს ინფრასტრუქტურული თუ ნებისმიერი სხვა ტიპის პროექტები. ასეთ ქალაქს ისევ ხელგაწვდილი მოუწევს სიარული ნებისმიერი სასიკეთო წამოწყებისათვის აუცილებელი დაფინანსების მოსაპოვებლად.

ქალაქებისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევა გამოიწვევს იმას, რომ ქალაქს აღარ ექნება იურიდიული პირის სტატუსი, აღარ ექნება საშუალება, განკარგოს ქონება, დადოს ელემენტარული ხელშეკრულებები, იმუშაოს ინვესტიციების მოსაზიდად, რაც მნიშვნელოვნად შეაფერხებს ქალაქების განვითარებას.

ხშირად გამიგია, რა დროს თვითმმართველობაა, როცა ადგილებზე ასეთი საკადრო პრობლემებიაო. უცნაური ლოგიკაა, რამდენი წელი დასჭირდება ცენტრალურ ხელისუფლებას ერთი მარტივი ჭეშმარიტების გასაგებად _ თუ რეგიონებში არ იქნა კარგად ანაზღაურებადი, საინტერესო და შემოქმედებითი სამუშაო, არც ერთი კვალიფიციური კადრი იქ არ გაჩერდება.  რა  პატრიოტული მოწოდებებითაც არ უნდა გამოვიდეს მთავრობა, თუკი ნიჭიერ, ენერგიულ და კრეატიული აზროვნების ადამიანს  საკუთარი ნიჭის გამოყენების საშუალება რეგიონშივე არ მიეცა, მაშინ ის იქ არ გაჩერდება. ამიტომ, ადგილზე კვალიფიციური კადრების დამაგრება შეუძლებელი იქნება მანამდე, სანამ რეგიონებში არ გაჩნდება შესაბამისი ფუნქციები, სამუშაო, რომლის პირობებიც მაღალკვალიფიციური კადრების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ამისათვის თვითმმართველობები კი არ უნდა შეამცირო და მას ფუნქციები კი არ უნდა შეუკვეცო, არამედ პირიქით _ უნდა გაუზარდო.

ისე, ერთიც არის. თუკი კვალიფიციური კადრების არარსებობაა ერთ-ერთი არგუმენტი თვითმმართველი ქალაქების გასაუქმებლად, ალბათ, მაშინ შეგვიძლია ერთი რიტორიკული კითხვაც დავსვათ: რამ უფრო აზარალა ბოლო 20 წლის განმავლობაში ქართული სახელმწიფო _ არაკვალიფიციურმა მერებმა და გამგებლებმა, თუ ასეთივე პრეზიდენტებმა, პრემიერ-მინისტრებმა, მინისტრებმა და ა.შ.? არა მგონია, თუ ამ კითხვას მოსახლეობას დავუსვამთ, მათი უკმაყოფილება მაინცა და მაინც თვითმმართველობისკენ აღმოჩნდეს მიმართული. ჰოდა, ბატონო პარლამენტარებო და მთავრობის წევრებო, თქვენივე ლოგიკით, ხომ არ გვეფიქრა ცენტრალურ ხელისუფლებაში ბევრი თქვენი პოსტისა და თანამდებობის  გაუქმებაზე?

დაბოლოს: ევროპასა და ამერიკას რომ თავი გავანებოთ, აგერ 120 წელი გავიდა, რაც ერთმა ბუმბერაზმა კაცმა ეს სიტყვები დაწერა:

„ერთი მითხარით, რა არ მოუცია ღმერთს ჩვენის ბედნიერებისათვის? ყოველისფერი უხვად გვაქვს, მხოლოდ არა გვაქვს ურთიერთშორისი განწყობილება… მეორე-გვარი მმართველობა იგია, საცა მთავრობას ხელთ უპყრია მარტო მთელის სახელმწიფოის საჭიროების საქმენი და ყოველივე სხვა კი საზოგადოებას დაუსაკუთრებია, მერე ასე, რომ ყოველს ნაწილს თავისნი ადგილობრივი საქმენი აქვს ხელშეუვალად მინდობილნი.

ეს საზოგადოების საჭიროების საქმენი, ადგილობრივად განაწილებულნი, განიგებიან უსათუოდ ადგილობრივთა მოხელეთა შემწეობით, რომელთაც ირჩევს თვით ადგილობრივთა მცხოვრებთა საზოგადოება და რომელნიც ამავე საზოგადოების წინაშე პასუხისმგებელნი არიან.

ამგვარს გამგეობას თვითმმართველობას უწოდებენ, რადგანაც ამ შემთხვევაში თითოეული ნაწილი ერთისა და იგივე სახელმწიფოისა თავის საკუთარს საქმეს თვით ჰპატრონობს, თვით უვლის და თვით ჰმართავს.

ერთის სიტყვით, ამგვარის მმართველობის დედა-აზრი იგია, რომ ადგილობრივნი საქმენი თვით ადგილობრივთა მცხოვრებთა განგანიგებოდეს. ამგვარი მმართველობა მეტად ხელს უმართავს ქვეყნის კეთილდღეობასა: ხალხს აფხიზლებს, ხალხს ჭკუასა და გონებას უხსნის, რადგანაც საზოგადო მზრუნველობისათვის ხალისს უღვიძებს და საზოგადო საქმისათვის სწურთნის და ავარჯიშებს.“

ამ კაცის სახელი, რომ გვკითხო, თითოეულ ქართველს პირზე გვაკერია – ილია. ოღონდ ფაქტია, რომ იმ სატკივარის გაგება, რასაც ილია საუკუნეზე მეტი ხნის წინ წერდა, ცოტა ვინმეს თუ უნდა. იმ 25 წლის მანძილზე, რაც ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი გახდა, ქვეყნის პოლიტიკურ ელიტას  (არ აქვს მნიშვნელობა, ოპოზიციაა თუ პოზიცია) ილიას სახელი, იუბილისა და სადღეგრძელოს გარდა, არასდროს გახსენებია და, ბუნებრივია, მისი ნააზრების გაზიარებაზე წამითაც არ უფიქრია. მათთვის, ალბათ, ილია მოძველდა…

ირაკლი მელაშვილი,
ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

კახა კალაძე – კატასტროფა ხდება! ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ევროპული ბიუროკრატია, რებრენდინგი სჭირდება!

14:45; 6 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი – ყველაზე შეიძლება გირაოს გამოყენება, ხაბეიშვილის გარდა, მაგრამ გზის ფულიც არ მაქვს, რომ გამიშვან

14:27; 6 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რუსეთს ეკონომიკურ ზიანს ვერ მოუტანდა თეორიული სანქციები, საქართველოსთვის კი ექნებოდა სერიოზული ეფექტი

18:44; 5 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

“უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმები, რომლებიც ამას უზრუნველყოფს”- კობახიძე

18:08; 5 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

კობახიძე: საქართველო გვინდა, გახდეს საბოლოოდ ევროკავშირის წევრი

17:48; 5 თებერვალი, 2026

100 000 მოქალაქეს მიწა საკუთრებაში დაურეგისტრირდა

სასამართლოს გადაწყვეტილება კომპანია „ფილიპ მორისისთვის” 93 მილიონამდე ლარის დაკისრებასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს - TI

ყველა სიახლე

საზოგადოება

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

22:08; 6.02.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

21:43; 6.02.2026
სამართალი

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

21:28; 6.02.2026
საზოგადოება

მოსალოდნელია ქარბუქი, თოვლი, ზვავსაშიშროება – სინოპტიკოსები მოსახლოებას აფრთხილებენ

21:20; 6.02.2026
საზოგადოება

ირაკლი რუხაძე „ტელე-იმედს” ტოვებს

21:16; 6.02.2026
საზოგადოება

„ლიდერობა და შედეგიანობა სწრაფი ცვლილებების ხანაში“ — ბათუმში Solo Business Talks გაიმართა

21:16; 6.02.2026
საზოგადოება

“ღმერთო, რა შემზარავი ამბავია”

21:13; 6.02.2026
საზოგადოება

ვის მიეცემა 5 წლის ასაკში სკოლაში შესვლის ნებართვა

16:24; 6.02.2026
საზოგადოება

კვერცხის ფასი მცირდება – მწარმოებელთა განცხადება პრემიერის ინიციატივის შემდეგ

14:54; 6.02.2026
პოლიტიკა

კახა კალაძე – კატასტროფა ხდება! ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ევროპული ბიუროკრატია, რებრენდინგი სჭირდება!

14:45; 6.02.2026
პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი – ყველაზე შეიძლება გირაოს გამოყენება, ხაბეიშვილის გარდა, მაგრამ გზის ფულიც არ მაქვს, რომ გამიშვან

14:27; 6.02.2026
ფინანსები

“პრემიერის ინიციატივის გათვალისწინებით, კვერცხის ფასს 5%-ით ვამცირებთ” – მწარმოებელთა განცხადება

12:51; 6.02.2026
სამართალი

სასაზღვრო პოლიციამ ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

11:05; 6.02.2026
სამართალი

შსს – “პოლიციაში თავად გამოცხადდა და დანაშაული აღიარა”

10:58; 6.02.2026
სამართალი

“მაღაზიის საწყობში გაიყვანა და 17 ჭრილობა მიაყენა…” _ სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

10:17; 6.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო