ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გამგებლის გასული წლის მუშაობის ანგარიშის მოსმენა დასრულდა და ახლა კითხვა-პასუხი დაიწყო.
დეპუტატი ოთარ სოროზანიშვილი დაინტერესდა, როდის უნდა მოხერხდეს დაბის ქუჩების საგზაო ნიშნების მოწესრიგება, რაზეც წლებია საუბრობენ:
„სამი წელია ამ საკითხს ვაყენებთ და იქნებ გვითხრათ, როდის უნდა მოგვარდეს ეს მნიშვნელოვანი საკითხი. არ არსებობს საგზაო ნიშნები ასევე, არასწორად არის დახაზული გზები და ყველა ვთანხმდებით, რომ პრობლემაა, თუმცა, ამ დრომდე ვერ გამოიყო ამის მოსაწერიგებლად თანხა“, _აღნიშნა ოთარ სოროზანიშვილმა.
ირაკლი კუჭავას თქმით, “უკვე დადგა ამ პრობლემის მოგვარები დროს”.
„კულტურის სახლის მშენებლობა დასრულდა და უკვე დადგა ამ პრობლემის მოგვარების დრო. იმედია, მალე გამოვნახავთ საჭირო თანხას ბიუჯეტში და გამოვაცხადებთ ტენდერს“, _აღნიშნა კუჭავამ.
აღსანიშნავია, რომ ამ პრობლემის მოგვარებას ჩოხატაურელები წლებია ითხოვენ. წინა ხელისუფლების დროს არასწორად დახაზული ქუჩები (ეს სპეციალისტების მიერ არის დამტკიცებული) საპატრულო პოლიციას საშუალებას აძლევს მძღოლები დააჯარიმოს იმ დროს, როცა მოძრაობის წესებს არ არღვევენ.
თუმცა, ნახაზებიდან გამომდინარე, რასაც გურულები “უკუღმართ ნიშნებს” ეძახიან, პოლიციას ამის საშუალება ეძლევა.