ჰოლივუდის მსახიობი მეტ დეიმონი თვითიზოლაციას დუბლინის ზღვისპირა გარეუბანში ატარებს.
როგორც მსახიობმა რადიო Spin 1038-ის ეთერში საუბრისას თქვა:
„მე კარანტინამდე ჩამოვფრინდი. ფილმ The Last Duel-ის პირველი ნახევარი საფრანგეთში გადავიღეთ, შევისვენეთ ირლანდიაში, მაგრამ ფილმის გადაღება მარტის დასაწყისში შეწყდა.
დალკი ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია, სადაც ოდესმე ვყოფილვართ“.
მსახიობი ირლანდიაში მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად იმყოფება.