ბრიტანელმა სწავლულებმა ჩაატარეს გამოკვლევა, რომლის შედეგადაც მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ფრინველები არჩევენ ფერთა გამას, თუმცა ისინი მზეს ლურჯად ხედავენ.
კვლევების მიმდინარეობისას სწავლულთა ჯგუფი დაკავებული იყო იმ სინათლის ტალღების გაზომვით, რომლებიც ტრინგის ბუნების ისტორიის მუზეუმში დაცულ ფრინველთა 2 190 კვერცხიდან აირეკლებოდა.
„ადამიანებს თვალში სამი რეცეპტორი აქვთ, ამიტომ ისინი ხედავენ ლურჯ, წითელ და მწვანე ფერებს, ხოლო ფრინველებს აქვთ მეოთხე რეცეპტორიც, რომელსაც შეუძლია ულტრაიისფერი სინათლის აღქმა“, – ასე ხსნის ბირმინჰემის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის კოორდინატორი ფილიპ კერი. სწავლულებმა მიზნად დაისახეს, გაერკვიათ, რა მნიშვნელობა აქვთ ფრინველებისთვის ამ ფერებს და კვერცხების რა შეფერილობას ვერ ხედავენ ადამიანები.
როგორც გამოკვლევებიდან ჩანს, ყველაზე მნიშვნელოვანი ფერადი ვარიაციები ულტრაიისფერ სპექტრში იქმნება, თუმცა, ეს ფერთა ტონები ვერ აღიქმება ადამიანის თვალის მიერ. ფრინველებისთვის ის დიდ როლს თამაშობს, ლაქებიანი შეფერილობა კი ფრინველებს საშუალებას აძლევს, შენიღბონ ბუდეში ჩადებული კვერცხები და ასე დაიცვან ისინი მტაცებლებისგან.
ავტორი