https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ულვაში – სინდისის სიმბოლო

12:41; 18.12.2021
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მსახიობები ჩვეულებრივი ადამიანები არიან და სხვადასხვა კურიოზულ მდგომარეობაშიც ხშირად ვარდებიან. დღევანდელ წერილში პოპულარულ ქართველ მსახიობებზე და მათ თავს გადამხდარ, “კადრს მიღმა” დარჩენილ სახალისო სიტუაციებზე ვისაუბრებთ.

კინორეჟისორი გუგული მგელაძე იგონებდა: “ერთი ჩემი მეგობარი ოპერატორისაგან მაქვს გაგონილი ეს ამბავი… ყმაწვილკაცობაში, ხევსურეთის რომელიღაც გადაკარგულ სოფელში ექსპედიციაში ყოფილან. ისტორიულ ფილმს იღებდნენ. გადაღების დასრულების შემდეგ ფილმის გრიმიორმა რიგრიგობით დაუარა მსახიობებს და დაწებებული ულვაშების წაძრობას შეუდგა. ერთი ხევსური უყურებს თურმე ამას გაშტერებული. ხედავს: ერთ კაცს წააძრო თეთრხალათიანმა კაცმა ულვაში, მეორეს, მესამეს…

შეშინებულმა ხევსურმა ჯერ ულვაშზე იტაცა ხელი, მერე კი ისეთი სისწრაფით მოჰკურცხლა გადაღების მოედნიდან, რომ თვალის დახამხამებაში გაუჩინარდა. ეს იყო ქართული კინოს გარიჟრაჟზე. იმხანად ულვაში ქართველი კაცის სინდისის სიმბოლოდ ითვლებოდა”.

ალბათ გახსოვთ ქართული მხატვრული ფილმი “არდადეგები”. ამ სურათის გადაღებიდან ბატონ მერაბ კოკოჩაშვილს ერთი ეპიზოდი სამუდამოდ დაამახსოვრდა.

“ფილმ “არდადეგებს” მანავში, ძველი ციხის ზემოთ, სასაფლაოზე ვიღებდით. მაგრამ რა ადგილიც გვჭირდებოდა, იქ ქვები არ იყო და ამიტომ ბუტაფორიული საფლავის ქვების დამზადება გადავწყვიტეთ. დავამზადეთ კიდეც და ყოველი გადაღების შემდეგ მე, გოგი გეგეჭკორი, რეზო ინანიშვილი და სხვები ამ “საფლავის ქვებს” ბეჭზე შემოვიდებდით და გალავანში შეგვქონდა.

ერთხელ ასე გამწკრივებულები მივდივართ, შევდივართ გალავანში, იქ სადაც ნამდვილი საფლავებია და ვხედავთ, ერთ ახალთახალ სამარესთან ქალი ზის და გულდათუთქული მოთქვამს: “დედი, დედი, რატომ წახვედი, ეს რა ქენი, რატომ მიგვატოვე, დედიი, დედიი”. ამ “საფლავის ქვებით” რომ მივადექით, მოიხედა და ერთბაშად გაქვავდა. მერე გადაირია, მაგრამ რა გადაირია – აღარც დედა ახსოვდა და აღარც თავი, ლამის შეიშალა.

ისე, ნაღდად ჯოჯოხეთის შეგრძნება კი იყო: აგერ მზე ჩადის, ბინდი მოიპარება და გალავანს რაღაცნაირი შუქი ეცემა. მერე მწკრივად, საფლავიანი კაცები, ქოფაკებთან ერთად, მოემართებიან.

ქალი ისე უკანმოუხედავად გარბოდა, ძლივს დავეწიეთ და, როგორც იქნა, დავამშვიდეთ”.

ქართული კინოს მოყვარულებს თენგიზ მაისურაძე ყველაზე უკეთ “უდიპლომო სასიძოში” შესრულებული შერეკილი ექიმი-ფსიქიატრის როლით უნდა დამახსოვრებოდა. ფილმის ძირითად ნაწილს მახარაძის რაიონის ერთ-ერთ სოფელში იღებდნენ. რეჟისორი ლევან ხოტივარი გახლდათ, ხოლო სცენას უბადლო ტექნიკოსი სუხოვი ანათებდა. დიპლომიანი ფსიქიატრი სოფელში ექიმად არის გაგზავნილი და ყველგან გიჟები ელანდება. სწორედ ამ დროს საწყალი ვარდენი “ჭკუიდან შეირყა” და მის საშველად თენგიზ მაისურაძის გმირს უხმეს.

ბატონი თენგიზი ამ ეპიზოდის გადაღებას მოგვიანებით ასე იხსენებდა:

“ხომ გაგიგიათ, გიჟს ისევ გიჟი თუ უშველისო. მიდის გადაღება მთელი სვლით. “მეტი სიგიჟე, მეტი სიგიჟე!” – გადმოგვძახის რეჟისორი. პირველი დუბლი დამიწუნეს. მეორეზე მეტი მოვინდომე, მაინც ჩავარდა. “მეტი გიჟი მინდა, მეტი გიჟი მინდა” – არ ცხრება ხოტივარი. – შენ გიჟი ხარ, გიჟი, უნდა დაიჯერო, თენგო, გიჟი ექიმი ხარ, გიჟი!!! – მაინც არ დამინდო ბოლოს.

მსახიობი რეჟისორს ვერასოდეს ჰკადრებს, გიჟი შენ თვითონ ხარო! მეც დავემორჩილე ბედს და “გავგიჟდი”. სუხოვმა განათება ჩართო. მე მთელი სისწრაფით ჩამოვრბივარ კიბეებზე. ძალიან მოვინდომე, ფეხი წამოვკარი და გასროლილი ქვასავით გავვარდი. დირეს მივენარცხე და მთელი გასანათებელი აპარატურა ძირს დავფინე, სუხოვის ჩათვლით. მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ზოგი ჭირი მართლაც მარგებელია. აპარატურის გარემონტებას მთელი კვირა დასჭირდა. ჩვენ კი ამ ხნის განმავლობაში მახარაძეში მწვადებსა და შამპანურს არ გვაკლებდნენ”.

1968 წელს კახი კავსაძეს ლენინგრადში იღებდნენ, ფილმში “უდაბნოს თეთრი მზე”. ბატონი კახი ყაჩაღ აბდულას ასახიერებდა, ჩვეული დამაჯერებლობით და ოსტატობით. წინა დღეს მსახიობს მეუღლემ დაურეკა თბილისიდან – მოვფრინავ და აეროპორტში დამხვდიო. რა თქმა უნდა, დროულად მივიდა დათქმულ ადგილზე, მაგრამ რეისი, რომელსაც ხვდებოდა, ჩაიშალა და უკან შეწუხებული დაბრუნდა, რადგან მეორე დილით, ადრიანად, გადაღებებზე უნდა გამოცხადებულიყო.

იმ დღეს ერთობ პიკანტურ სცენას იღებდნენ: ჩვენი გმირი საყვარელთან ერთად საკმაოდ მოხერხებულ ლოგინში ნებივრობს, შილიფად ჩაცმული ქალი გულაღმა მწოლ აბდულას ყურძენს უმარცვლავს თლილი თითებით და თითო-თითოს უდებს პირში.

ბატონი კახი მოგვიანებით იხსენებდა:

“დიდი ხნის წინათ მომხდარი ამბავი ახლა რა დასამალია, პირიქით, სატრაბახოდაც კი გამომადგებოდა, მაგრამ შემიძლია დავიფიცო, რომ მე და ის მსახიობი ქალი შარვლებით ვიწექით ლოგინში. მხოლოდ წელს ზემოთ ვიყავი შიშველი და კადრშიც მე უფრო ვჩანდი, ჩემს პარტნიორს კი მარტო მკერდი ჰქონდა მოშიშვლებული. მაინც ვიუხერხულე, ახლაც არ ვიცი, რატომ და რეჟისორს ვთხოვე, ამ სცენის გადაღებას ნურავინ დაესწრება–მეთქი. მართლაც, ყველა გაისტუმრა, გადამღები ჯგუფის გარდა. დაიწყო დუბლი. გამალებული ვყლაპავ ყურძენს და თვალი უნებლიეთ კარისკენ გამირბის, რომელიც მოულოდნელად გაიღო. ჩემი მეუღლე დგას და გამტკნარებული გვიყურებს.

– ვაიმე, როდის ჩამოფრინდი–მეთქი, – ვიყვირე ინსტიქტურად. გავაფუჭე სცენა და გავფუჭდი მეც. იმ დროს ფირები ძალიან ძვირი ჯდებოდა, და ახლა რეჟისორმა იტკიცა გაშლილი ხელი შუბლში: “რა ეშმაკობაა!!! რა საზიზღრობაა! ხომ გთხოვეთ, არავინ შემოუშვათ–მეთქი, – ეცა ასისტენტს. “ეს კავსაძის მეუღლეა”, – აიწურა ასისტენტი. “მით უმეტეს! ვინ შემოუშვა, ვინ?!!” – მთლად გადაირია რეჟისორი.

მადლობა ღმერთს, ჩემი მეუღლე დარწმუნდა, რომ შარვლით ვიწექით “საყვარლები” და მაპატია. ასე “გადავურჩი” ცოლის რისხვას”.

მსახიობი ტრისტან სალარიძე “დიდ კინოს” ბავშვობის ასაკიდან ეზიარა.

“მეხუთე კლასში რომ ვსწავლობდი, ჩემს სოფელ ახალდაბასაც მოადგნენ კამერით ფილმის გადაღებისთვის. სურათი სამამულო ომის თემას ასახავდა. მთავარ როლებში გურამ ფირცხალავა და ლეილა აბაშიძე მონაწილეობდნენ. ომი დამთავრდა და ფეხმოჭრილი მებრძოლი დაუბრუნდა ოჯახს, სამშობლოს, რომელსაც მთელი სოფელი უნდა მიჰგებებოდა, დიდი და პატარა. მასწავლებელმა გაგვაფრთხილა, რომ მე და ჩემს კლასელებს ხვალ ფილმში გვიღებდნენ.

გული აღარ მეტეოდა საგულეს, ხომ წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს მსახიობობაზე მეოცნებე ბავშვისთვის ფილმის გადაღებაზე დაპატიჟება. თეთრად დამათენდა ღამე, დადგა საოცნებო წუთები, ჰონორარებიც ჩავიკეცეთ ჯიბეში და “პოპულარულებს” მწვანე კიტრივით მოგვქონდა თავი. წუთებს ვითვლიდით, როდის დამონტაჟდებოდა ფილმი და გამოვიდოდა კინოეკრანებზე, მაგრამ ჩვენი მხოლოდ ჩრდილები გადაუღიათ. არადა, ქვეყანა მქონდა შეყრილი, ტელევიზორები ჩართეთ–მეთქი, ფილმში გამოვდივარ! მაშინ გენახათ ჩემი საცოდავი ცრემლმორეული თვალები, როცა ვერ დავინახე ჩემი სახე. დავიქადნე, მაინც გადამიღებენ კინოში, ზოგ–ზოგიერთებს დავენიძლავე კიდეც. ღმერთმა ყველა ბავშვს ასე აუხდინოს დაჟინებული, ლამაზი სურვილი, როგორც მე ამიცხადდა”.

დღევანდელი წერილის დასასრულს კი ერთი პატარა სევდიანი მოგონება მინდა რომ გაგაცნოთ, რომელიც თავის დროზე ბატონ გურამ ლორთქიფანიძეს ეკუთვნოდა:

“სურათში “პირველი მერცხალი” ქალბატონმა ნანამ მიმიწვია. ოჰ, რომელი ერთი ჩამოვთვალო, ყველა არაჩვეულებრივი პიროვნებაა ამ ფილმში. ყველა მენატრება, ის დროც, როცა ამ ფილმს ვიღებდით. ქალბატონი ნანა იყო ყველაფრის სულისჩამდგმელი – რა ბიჭები მოიწვია – დოდო აბაშიძე, დიმა ჯაიანი, ვახტანგ ნადარაია, ანზორ ხერხაძე, თემურ თავაძე, ბატონი იპოლიტე, გოჩა მჭედლიძე, რომელი ერთი ჩამოვთვალო, შეიძლება ვინმე გამომრჩეს.

ესმერალდას როლს სომეხი ქალბატონი ლაურა ვართანიანი ასრულებდა. ბეირუთში ცხოვრობდა, რამდენადაც ვიცი, ერევანში მოკლეს – ლამაზი ქალი იყო, სამკაულებით სიარული უყვარდა. გაძარცვის მიზნით დაესხნენ თავს.

რამდენი წელია გასული ამ ფილმის გადაღებიდან, მიყვარს ამ სურათის ყურება, რა ბიჭები ვიყავით, აფსუს, რამხელა დრო გავიდა…”

[sexy_author_bio]

გუგული მგელაძეკახი კავსაძეტრისტან სალარიძე
გაზიარება8Tweet5Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

რეჟსისორი ოთარ ბაღათურია გარდაიცვალა

17:24; 12 თებერვალი, 2026
კულტურა

იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი გარდაიცვალა

21:35; 19 იანვარი, 2026
კულტურა

ტიმოთი შალამემ უკრაინელები აღაშფოთა

17:32; 16 იანვარი, 2026
კულტურა

მშობლიურ ოზურგეთს ავსტრიიდან ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსი ეწვია

11:22; 15 იანვარი, 2026
კულტურა

“უიღბლო” მსახიობები   

11:09; 11 იანვარი, 2026

"მთავრობაში საკადრო გადაწყვეტილებებს პრემიერი იღებს და არა თქვენი რედაქტორი _ მინისტრი ჟურნალისტებს

“სოსოიას რუსისა” და ქაჯების ამბავი

ყველა სიახლე

სამართალი

პროკურატურა შსს-ს თანამშრომლების მხრიდან ძალადობის ფაქტს იძიებს

22:41; 12.02.2026
სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები ცნობილია

21:57; 12.02.2026
პოლიტიკა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კოლეგიური ორგანოები განცხადებას ავრცელებენ

20:38; 12.02.2026
საზოგადოება

ქარტია ეხმაურება „პუბლიკის“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას ირანის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე

20:21; 12.02.2026
საზოგადოება

ილიაუნთან აქცია მიმდინარეობს

19:57; 12.02.2026
პოლიტიკა

როდიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტებიდან პლასტმასის მასალაში განთავსებული სურსათის გაცემა

19:21; 12.02.2026
სამართალი

უკანონოდ გასაღებული იარაღით ჩადენილი მკვლელობა – ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდებულს 8 წელი მიესაჯა

19:03; 12.02.2026
საზოგადოება

სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული

18:55; 12.02.2026
პოლიტიკა

ევროკავშირის ელჩი: ასეთი ზომები ეწინააღმდეგება ვალდებულებებს, რომლებიც საქართველომ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყანამ, თავად აიღო

18:28; 12.02.2026
საზოგადოება

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

18:13; 12.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:40; 12.02.2026
კულტურა

რეჟსისორი ოთარ ბაღათურია გარდაიცვალა

17:24; 12.02.2026
პოლიტიკა

“გადაწყვეტილების მიმღებებს აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა”- ილიაუნის რექტორი

16:49; 12.02.2026
ფინანსები

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს

16:18; 12.02.2026
პოლიტიკა

საია ეხმიანება და კრიტიკულად აფასებს სასამართლო სხდომის დარბაზიდან ადვოკატის გაძევებას

16:12; 12.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო