ბაღდათში ავარიის შედეგად ერთი ახალგაზრდა დაიღუპა, მეორე მგზავრი კი მძიმედ დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ვარციხეში მოხდა.
ინფორმაციას “გურია ნიუსთან”ადასტურებს მერის წარმომადგენელი, თუმცა, ვანო კაპატაძე სხვა დეტალებზე არ საუბრობს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი ბათუმიდან იყო.