ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც “პრაიმ ტაიმი” იუწყება, ერთ-ერთი დაღუპული ახალგაზრდა 24 წლის ლაშა ქირიაა.
„ეს როგორ მოხდა დაუჯერებელია… სიცოცხლით სავსე ლაშიკო, ზრდილი, კეთილი. რატომ ასეთი განსაცდელი მის ოჯახს… ლაშა ოჯახის ერთადერთი შვილი იყო”,- უყვება “პრაიმ ტაიმს” წყარო.
შემთხვევა დღეს, 20 აგვისტოს მოხდა. ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ორივეს ცეცხლი გაუჩნდა. ერთ მანქანაში მყოფი 4 ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა.
შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.






























































