ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყორათში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, _ ინფორმაცია და ფოტო ექსკლუზიურად “გურია ნიუსს” ადგილიდან წყარომ მიაწოდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და არხში გადავარდა.
“უმძიმესი სურათი იყო, ერთი დაშავებული ძირს ეგდო”, _ ამბობს წყარო.
წყაროსვე ინფორმაციით, დაშავებულთაგან ორს სამედიცინო დახმარება სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზე გაუწია. ერთი კი საავადმყოფოში გადაიყვანა.
რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.
“გურია ნიუსი” დეტალებს შსს-ში არკვევს.