ოზურგეთში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 34 შემთხვევა დაფიქსირდა.
„შემთხვევების უმეტესობა ოჯახური კლასტერებია. კორონავირუსი გავრცელებულია მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე და ძირითადად დაკავშირებულია კოვიდრეგულაციებს წესების დარღვევასთან. ანუ ნიღბის ტარება, დისტანციის და პირადი ჰიგიენის დაცვა“,_ გვითხრა ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგმა, ელზა სიმონიშვილმა.