რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ეხმაურება სოციალური ქსელებით გავრცელებულ კადრებს, რომლის მიხედვითაც, “რუსული კანონპროექტების” საწინააღმდეგო აქციების ფონზე საქართველოდან ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას ცდილობენ. კადრების მიხედვით, ლარსზე საცობი იყო.
პესკოვი ამბობს, რომ უმჯობესია რუსებმა ბედნიერება იქ ეძებონ, სადაც არეულობა არაა და რუსეთის დროშას არ წვავენ.
პესკოვის განმარტებით, ის არ ფიქრობს, რომ რუსების მიერ აქციების პარალელურად საქართველოს დატოვებას ტრენდის სახე ექნება. მისი თქმით, არიან მოქალაქეები, რომლებმაც საქართველო დატოვეს, მაგრამ არ უნდა გავაზვიადოთ მათი რაოდენობა.
,,ისინი თავისუფალნი არიან გადაადგილებაში. ისინი მუდმივად ეძებენ რაღაც უკეთესს. ვერ ხვდებიან, რომ ყველაზე კარგი, ალბათ სამშობლოა… არავინ უშლის მათ ბედნიერების სხვაგან ძიებაში ხელს, მაგრამ უმჯობესია, ბედნიერება ეძებო იქ, სადაც ასეთი სახალხო არეულობა არ არის და სადაც შენი სამშობლოს დროშებს არ წვავენ”, – თქვა პესკოვმა.
მისივე თქმით, ეს მოსახლეობის ის ნაწილია, რომელიც “ძალიან რეაქტიულია” და მარტივად იცვლის საცხოვრებელ ადგილს.
ავტორი