5 მაისი გეომაგნიტური დღეა, ამასთან დღეს სავსემთვარეობაა და მთვარის დაბნელება, მძიმე ენერგიების დღე.
უმორჩილესად გთხოვთ, დღეს გამოიჩინეთ სიფრთხილე, იყავით ყურადღებით, არ აჰყვეთ პროვოკაციებს და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, თმის შეჭრას, სესხის აღებას ან გაცემას, ყიდვა-გაყიდვას, ბინის შეცვლას, ინტიმურ კონტაქტებს.
ატარეთ ლურჯი, ცისფერი, იისფერი, ნაცრისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი გიაცინტი, გიშერი, ამეთვისტო ან ციტრონი.
სიზმარი არ ახდება.
სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა.
პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის;
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მერწყულებისთვის, _ ამბობს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი.