Developed By Web Features 2024 © All rights reserved
პარლამენტის ვიცესპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, “ქართული ოცნება” თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს პირველ ივლისს წარადგენს.
პარლამენტის ვიცესპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, “ქართული ოცნება” თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს პირველ ივლისს წარადგენს.
ამასთან, კალაძის კანდიდატურის დასახელებამდე ოცნებაში პოლიტსაბჭოს სხდომა ჩატარდება.
გუშინ, კახა კალაძემ საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ 3-თვიანი კამპანია ამომრჩევლის შეწუხებაა.
“შარშან ვნახეთ, რამდენად რთული იყო 3-თვიანი საარჩევნო კამპანია. პირველი – ეს დამოკიდებულია ფინანსებზე. მეორეც – 3 თვის განმავლობაში ჩაატარო საარჩევნო კამპანია, მგონია, რომ ეს ამომრჩევლისა და მოსახლეობის შეწუხებაა. ავიღოთ ევროპული ქვეყნების საუკეთესო მაგალითები, თუ როგორ არის იქ საარჩევნო კამპანიის დრო განსაზღვრული, არის ქვეყნები, სადაც 40-45 დღეა, ზოგან _ ერთი თვე. ავიღოთ საუკეთესო ვარიანტი და იმის მიხედვით ვიმსჯელით. შეიძლება 2 თვე იყოს ოპტიმალური ვარიანტი”, _ განაცხადა კახა კალაძემ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved