პარლამენტის ეზოში, “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნიკა მელიასა და დეპუტატ ბექა ოდიშარიას შორის დაპირისპირება მოხდა.
ნიკა მელიამ ბექა ოდიშარია შენობაში შესვლის დროს გააჩერა და მას “უნამუსო ქლესა” უწოდა.
„ეს არის ბექა ოდიშარია, ადამიანი, რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობ, ერთად გავიზარდეთ.ამ ადამიანმა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ღილაკს ხელი მიაჭირა”,_ განაცხადა ნიკა მელიამ.
ოდიშარიამ მელიას უთხრა, რომ არ შეხებოდა და გაეტარებინა.
„ბიჭო, მიჭერდი ბოლო ბოლო და ცოტა ხანი რომ შეგაკავო, არ შეიძლება? გრცხვენოდეს, ბექა. უნამუსო ხარ, ქლესა” ,_ მიმართა ნიკა მელიამ ბექა ოდიშარიას.