ამ წუთებში, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ მსჯელობენ, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას გულისხმობს.
_ ეს არის არჩევნები, რომელშიც მონაწილეობენ მხოლოდ პოლიტიკური პარტიები. როგორც მისცემენ ხმას პარტიებს მოქალაქეები, ზუსტად ისე იქნებიან პარტიები წარმომადგენილები პარლამენტში. პირველად მოხდა იატორიაში, როცა ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება _ შეეცვალა საარჩევნო სისტემა პროპორციულით. მოგეხსენებათ, რომ მაჟორიტარული სისტემა ყველასთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა, ჩვენ, ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ, მივიღეთ ეს დემოკრატიული გადაწყვეტილება, _ აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ რომ კანონპროექფის თანახმად, მომდევნო საპარლამეტო არჩევნებში მხოლოდ პოლიტიკური პარტიები მიიღებენ მონაწილეობას.
“საარჩევნო სისტემა ბლოკების გარეშე უკეთ უზრუნველყოფს პარტიული სიატემის განვითარებას. ევროპული ქვეყნების უმეტესობაში საარჩევნო სიატემა ბლოკების გარეშე ფუნქციონირებს. გასული 30 წლის გამოცდილებამ დაადასტურა, რომ საარჩევნო ბლოკის ინსტიტუტი მნიშვნელოვან დაბრკოლებას უქმნიდა საქართველოშო პარტიული სისტემის განვითარებას”, _ აცხადებენ მმართველი გუდნის წარმომადგენლები.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს სისტემა არ გამოიწვევს რეგიონების უყურადღებოდ დატოვებას და პროპორციული სისტემა კიდევ მეტად დაგვაახლოებს ევრიპასთან.
თალაკვაძემ ნულპროცენტიან ბარიერზეც გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ ნულოვანი ბარიერი ახლა ყველაზე მეტად აძლევს პარტიებს საშუალებას, შევიდნენ პარლამენტში.
_ ვგულისხმობ პარტიებს, რომლებსაც აქვთ ხალხის მხარდაჭერა. უნდა დასრულდეს ერთკაციანი პარტიები, რომლებიც თქვენი ჯიბიდან იღებენ დაფინანსებას.