კვლევებმა აჩვენა, რომ კორონავირუსის და გრიპის ვაქცინების ერთ დღეს გაკეთება უფრო ძლიერ ანტისხეულებს იწვევს ორგანიზმში. ამის შესახებ ინფორმაციას NBC BOSTON ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კვლევა იმის შესახებ შესაძლებელია თუ არა კორონავირუსის და გრიპის საწინააღმდეგო აცრების ერთ დღეს გაკეთება გასულ წელს, მასაჩუსეტში 42 ჯანდაცვის მუშაკზე ჩატარდა. კვლევის შედეგები კი ორშაბათს, ბოსტონში გამართულ კონფერენციაზე გასაჯაროვდა.
როგორც ცნობილია, კვლევაში მონაწილე თორმეტმა პირმა ბივალენტური COVID-ის გამაძლიერებელი და სეზონური გრიპის აცრა ერთ დღეს გაიკეთა. კვლევის 30-მა მონაწილემ კი აცრები სხვადასხვა დღეებში გაიკეთეს. კვლევამ აჩვენა, რომ მათ, ვინც ორვე აცრა ერთად, ერთ დღეს ჩაიტარა, უფრო მაღალი ანტისხეულების დონეები ჰქონდათ COVID-ის წინააღმდეგ.
როგორც მაუწყებელი აღიშნავს, კვლევა არ არის გამოქვეყნებული სამეცნიერო ჟურნალში.
მეცნიერები ამბობენ, რომ მსგავსი კვლევის ჩატარებას წელსაც აპირებენ.