პარლამენტის თავმჯოდმარემ უშიშროების საბჭოს მდივანს შენიშვნა მისცა.
“ძალიან სამწუხაროა, როცა უშიშროების საბჭოს მდივანმა არ იცის, როგორც უნდა ესაუბროს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს” _ – მიმართა კობახიძემ რაქვიაშვილს პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე.
”უშიშროების საბჭოს მდივანმა თქვა, მე და თქვენ გვაქვს სხვადასხვა ხედვაო. მე გახლავართ პარლამენტის თავმჯდომარე, თქვენ ბრძანდებით უშიშროების საბჭოს მდივანი, არსებობს საჯარო სამსახურის შესახებ კანონი, რომლითაც განსაზღვრულია, რომ მე ვარ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, ხოლო თქვენ არ ხართ პოლიტიკოსი.
როცა არაპოლიტიკოსი საჯარო მოსამსახურე ასეთ რამეს ამბობს პოლიტიკოსთან მიმართებაში, ეს მიუთითებს, რომ ჩვენ გვაქვს სისტემური პრობლემები იმ მხარეს, რასაც ჰქვია პრეზიდენტის ადმინისტრაცია და უშიშროების საბჭო.
უშიშროების საბჭოს არ აქვს საქმე, გამომდინარე იმ პრობლემებიდან, რომელიც არსებობს. უსაქმურები კი არ არიან, სისტემურ პრობლემას ვგულისხმობ. თქვენ უნდა იცოდეთ, როგორ უნდა ესაუბროთ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს”, – მიმართა კობახიძემ დავით რაქვიაშვილს.
pirveliradio.ge