საღამოს 6 საათის შემდეგ საკვების არ მიღება გავრცელებული მეთოდია, რომელსაც დიეტის დროს ბევრი ადამიანი იყენებს.
ბოლო გამოკვლევების მიხედვით დიეტაზე მყოფ ადამიანს 6 საათის შემდეგ საკვების მიღება შეუძლია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზმი მინიმუმ -12-14 საათის განმავლობაში მშიერია და სტრესს განიცდის. გონივრული და სწორი გამოსავალია, დაძინებამდე 2-3 საათით ადრე ჭამა.
6 საათის შემდეგ კვება აუცილებელი ყოფილა. ჩვენ შეგვიძლია მივირთვათ:
ბოსტნეული: კიტრი, პომიდორი, სალათის ფურცლები, ბულგარული წიწაკა, სტაფილო, ბროკოლი, ჭარხალი, ნიახური და ა.შ.
ხილი: ციტრუსი, მწვანე ვაშლი, ბანანი,მსხალი, ბროწეული
რძის ნაწარმი: დაბალცხიმიანი კეფირი, ხაჭო და მაწონი.
ორთქლზე მომზადებული (ან მოხარშული) ქათმის თეთრი ხორცი, ხბოს ხორცი, თევზეული.
თუ გახდომა გსურთ, სასურველია 6 საათის შემდეგ ნახშირწყლების შემცველი პროდუქტი არ მიიღოთ. მნიშვნელოვანია, რომ საღამოს კვება მცირე ულუფებით განხორციელდეს.
არ დაგავიწყდეთ ძილის წინ 1 ჭიქა წყლის დალევა იმისათვის, რომ გამორიცხული იქნეს ინფარქტის და სხვა გულთან დაკავშირებული დაავადებების რისკი.
































































