ივანიშვილის არაფორმალური გავლენებისგან საქართველოს მთავრობა, ქართული პოლიტიკა და საზოგადოება უნდა გათავისუფლდეს – წერია ევროპარლმენტის 109-ე შესაწორებაში, რომლის ავტორებიც არიან ანდრიუს კუბილიუსის და რასა იუკნევიჩიენე.
იმავე შინაარსს იმეორებს 110-ე შესწორებაც, ავტორებია მირიამ ლექსმანის, ვლადიმირ ბილჩიკის, მაიკლ გალერის, რასა იუკნევიჩიენესა და ანდრიუს კუბილიუსის და 111-ე შესწორებაც, რომელთა ავტორია იაცეკ სარიუშ–ვოლსკი.
,,ევროპარლამენტი ხაზს უსვამს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დამოუკიდებელი ინტერესების, გადამეტებული გავლენის აღმოფხვრის საჭიროებას, კომისიის მიერ განსაზღვრული ერთ–ერთი პრიორიტეტის სახით, რომელიც უნდა გადაწყდეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე. ევროპარლამენტის რეკომენდაციებით უნდა გადაიჭრას დამოუკიდებელი ინტერესების გადაჭარბებული გავლენა, კერძოდ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სისტემური გზით, სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმებით, ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში“, – აღნიშნულია შესწორების კომპრომისულ ვერსიაში.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ყოველწლიური ანგარიში კომპრომისული შესწორებებით მიიღო – 47 მომხრე, 5 წინააღმდეგი, 2-მა თავი შეიკავა.
ავტორი