ამ წუთებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ადგილობრივი მოსახლეობა იკრიბება.
ბუკნარელი რუსუდან ლენთაძის თქმით, დღეს უნდა მოხდეს შერიგება:
“უნდა მოხდეს შერიგება. მართლმადიდებელი და მუსლიმი მრევლი ერთად ვცხოვრობთ წლებია და ეს გაუგებრობა, რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს.
ახლა იმიტომ ვართ შეკრებილები, რომ პარლამენტის წევრი ვასილ ჩიგოგიძე აპირებს ამოსვლას და უნდა შევხვდეთ“, _ გვითხრა რუსუდან ლენთაძემ.
ბუკნარის ცენტრში მართლმადიდებელი მრევლია შეკრებილი, ცენტრიდან მოშორებით მუსლიმი მრევლი პარასკევის ლოცვისთვის ემზადება.
ლოცვის დასრულების შემდეგ უნდა გაიმართოს შეხვედრა მუსლიმ და მართლმადიდებელ მრევლს შორის _ როგორც ვარაუდობენ, ამ შეხვედრაზე მხარეები შერიგდებიან.