პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის პროცესისთვის არ უსმენია, მხოლოდ ამორიდები ნახა ინტერნეტში. კობახიძის თქმით, ის, რაც ამ ამონარიდებიდან გაიგო, მისი თქმით, არის ის, რომ სააკაშვილს უნდა სანდრა რულოვსის დაჭერა.
“მიხეილ სააკაშვილის განცხადებები არ მომისმენია, მაგრამ ინტერნეტში ამონარიდები ვნახე. ერთი რაც გავიგეთ, არის ის, რომ უნდა სანდრას დაჭერა და მისი გათავისუფლება. ეს არის მთავარი ფაბულა მისი დღევანდელი გამოსვლის. რაც ვნახე ამონარიდებში, არის იმის გაგრძელება, რაც პირველ შემთხვევაში მოვისმინეთ, ეს არის სიცრუის წარმოუდგენელი ტირაჟირება. გარდა ამისა, გადაბრალება საკუთარ თანაგუნდელებზე და ახლა უკვე ოჯახის წევრებზე იმ დანაშაულებისა, რომელიც რეალურად აქვს მას ჩადენილი. მას მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი და ეკუთვნის შესაბამისი სასჯელი” – ამბობს კობახიძე.