ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის მკვიდრი, ცნობილი აგრონომი, წარმატებული ფერმერი აკაკი ღლონტი, თანადგომას გამოხატავს უკრაინელი ხალხის მიმართ და საკუთარ ინიციატივას ახმოვანებს:
_ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ უკრაინელ ხალხს. რუსი აგრესორის თავდასხმისას, ასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. ასეთ ურთულეს ჟამს, მინდა, შევეშველო თუნდაც ერთ უკრაინელს, ერთ უკრაინულ ოჯახს, ვინც ახლა ომმა ღია ცის ქვეშ დატოვა. გამოვდივარ ინიციატივით, „ერთი ერთს“. თუნდაც ერთმა ოჯახმა რომ ერთი ადამიანი შევიფაროთ, ეს დიდი დახმარებაა გასაჭირში მყოფი ხალხისთვის. ერთ ოჯახს უკრაინიდან მე დღესვე მივიღებ და ვაცხოვრებ ჩემს სახლში. თუნდაც ის, „ერთი ერთს“ შევიფარებ, შევეშველებით ერთმანეთს! იმედია, ბევრს აქვს და ექნება ასეთი სურვილი. მშვიდობა და თავისუფლება უკრაინას, – გვითხრა აკაკი ღლონტმა.
მან ასევე გვითხრა, რომ დღესვე შეეხმიანება ნაცნობ უკრაინელ მეგობრებს.