პაატამ იმნაძემ ჟურნალისტებს რესპონდენტებთან ვირტუალურ კომუნიკაციაზე გადასვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ „იმედის კვირასთან“ Skype-ის მეშვეობით ჩაწერილ ინტერვიუში განაცხადა.
„ნელ-ნელა ჩვენ უნდა მაქსიმალურად შევზღუდოთ ადამიანების ურთიერთობა, მათ შორის ჟურნალისტებთან. მით უმეტეს, როცა ბევრნი იკრიბებით ხოლმე. ამიტომ ამ რეჟიმზე მუშაობის გადავიდა უკვე ძალიან ბევრი ქვეყანა, საერთაშორისო ორგანიზაცია. აქედან გამომდინარე ჩვენც უკვე წინასწარ, წინსწრებად, სადაც შესაძლებელი იქნება, გავატაროთ ეს ყველა ღონისძიება, რომ მაქსიმალურად, თუ არის შესაძლებლობა და არ არის გადაუდებელი აუცილებლობა, მოვერიდოთ ყრილობებს“, – აღნიშნა იმნაძემ.