ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრება იწყება.
როგორც ცნობილია, მინისტრებმა უნდა განიხილონ ახლო აღმოსავლეთში და უკრაინაში შექმნილი ვითარება.
გარდა ამისა, შესაძლოა საქართველოზეც იყოს მსჯელობა და მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები განიხილონ.
“ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ სანქციების დაწესებაზე მათთვის, ვინც ასე თუ ისე უწყობს ხელს რუსეთის აგრესიის გაგრძელებას უკრაინის წინააღმდეგ,” _ აღნიშნა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია მალმერ შტენერგარდიმ.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟოზეფ ბორელის პრესკონფერენციაა დაგეგმილი.